17:52 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორე და მესამე ადგილებზე ბელგიის და რუსეთის ნაკრებები გავიდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ლისაბონში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ოთხი მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ბოლო დღე ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ლაშა ბექაურისთვის (-90 კგ), რომელმაც თავის კარიერაში პირველად ევროპის მოზრდილთა ჩემპიონატის ოქრო მოიგო. აღსანიშნავია, რომ 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალი წმინდა ქართული გამოდგა - გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბექაურს ბექა ღვინიაშვილი დაუპირისპირდა.

საქართველოს ნაკრები ახლოს იყო კიდევ ერთ ოქროსთან, მაგრამ გუნდის კაპიტანი და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ) ფინალში ბელგიის წარმომადგენელ თომა ნიკიფოროვთან დამარცხდა. ლიპარტელიანისთვის ეს მეექვსე ვერცხლის მედალია კონტინენტურ პირველობებზე.

საქართველოს ნაკრების ყულაბას ბოლო მედალი გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) შემატა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენმა სპორტსმენმა ნიდერლანდების წარმომადგენელ როი მეიერს სძლია.

ამგვარად, ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მოიპოვეს ხუთი მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო). ტურნირის პირველ დღეს ვიცე-ჩემპიონი გახდა ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ).

ამ შედეგით საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. შემაჯამებელ ოქმში ქართველმა ძიუდოისტებმა ბელგიის (1-1-0) და რუსეთის (1-0-3) ნაკრებს აჯობეს.

მთავარი თემები