EURO-2022-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

© Sputnik / STRINGERფუტსალი. საქართველო-რუსეთი
ფუტსალი. საქართველო-რუსეთი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას კონტინენტურ პირველობაში - ის მოხვდა თითოეული ჯგუფიდან მეორე ადგილზე გასული გუნდების საუკეთესო ექვსეულში

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ გასვლით მატჩში საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუსეთთან 0:3 დამარცხდა.

მასპინძელი მატჩის დაწყებიდან მალევე, ერთ წუთში დაწინაურდა. გოლი რობინიომ გაიტანა. ამას მოჰყვა ანდრეი აფანასიევის ზუსტი დარტყმა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი აფანასიევმა დუბლი გააფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 0:3 დააფიქსირა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
ისტორიული გამარჯვება, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნა და ბასილაშვილის წარმატება სარდინიაზე

სატურნირო თვალსაზრისით, ამ მატჩის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ჯერ კიდევ მის დაწყებამდე ორივე გუნდი უკვე გასული იყო ევრო-2022-ზე – საბოლოოდ რუსეთის ნაკრები 18 ქულით ჯგუფში პირველი ადგილიდან, ხოლო საქართველოს ნაკრები 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილიდან. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა, გუნდის წამყვანი მოთამაშეებისთვის დასვენების შესაძლებლობა მიეცა და რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ნახევრად სარეზერვო შემადგენლობა გაეყვანა.

ევრო-2022-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა სამი მატჩი მოიგო: სომხეთთან ორჯერ (5:0 და 3:2), საფრანგეთთან ერთხელ (3:2), მეორე შეხვედრა ფრანგებთან ფრედ (4:4) დაასრულა, და ორჯერ წააგო რუსეთთან (0:4 და 0:3). გატანილ და გაშვებულ ბურთებს შორის სხვაობა ნულია (+15/-15).

საქართველოს ფუტსალის ნაკრები თითოეული ჯგუფიდან მეორე ადგილზე გასული გუნდების საუკეთესო ექვსეულში მოხვდა და ევროპის ჩემპიონატში თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის ფუტსალის ჩემპიონატი 6 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდების ორ ქალაქში - ამსტერდამსა და გრონინგენში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0