საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი დაამარცხა

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი დაამარცხა - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
თუ ქართველი ფეხბურთელები ბოლო ტურში თამაშს ფრედ დაასრულებენ ან რომელიმე კონკურენტი ქულებს დაკარგავს, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს კონტინენტურ პირველობაზე მონაწილეობას

 

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში საფრანგეთის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10 ქულა მოიპოვა, ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და დიდი ალბათობით, ევრო-2022-ზე ავტომატურად მოხვდება.

ყველა გოლი თამაშის პირველ ნახევარში გავიდა. ფრანგები შეხვედრის დაწყებიდან ორნახევარ წუთში დაწინაურდნენ. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ანგარიში სამ წუთში გაათანაბრა. დარტყმა თალესმა შეასრულა. 19 წამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. კუთხურის გათამაშების შედეგად გოლი რონინიომ გაიტანა. 

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი დაამარცხა - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი დაამარცხა

გოლებით დატვირთული ხუთი წუთის შემდეგ თამაში ოდნავ შენელდა. თუმცა, შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმრებმა გოლის გატანა მაინც მოახერხეს. პირველ ტაიმში ეს გოლი ბოლო არ ყოფილა. კუთხურის მორიგი გათამაშების შედეგად, პირველი ტაიმის დასრულებამდე ექვსი წამით ადრე, თალესმა თავისი გუნდი კიდევ ერთი გოლით დააწინაურა.

მეორე ტაიმში ფრანგებმა, რომელთათვისაც ფრეც არ იყო ხელსაყრელი, შეტევები გაახშირეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს – ვერც მეკარის შეცვლამ გამოიღო შედეგი.

 „ევრო 2022“-ის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი იასპარეზებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ეს გუნდები შეუერთდებიან ნიდერლანდების ნაკრებს, რომელიც მასპინძელი ქვეყნის სახით ავტომატურად მონაწილეობს პირველობაში. 

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი დაამარცხა - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთის გუნდი დაამარცხა

ამჟამად საქართველოს ნაკრები უსწრებს უნგრეთს, რომელმაც ხუთი შესარჩევი მატჩის შემდეგ მხოლოდ ექვსი ქულა მოაგროვა.

 „ევრო 2022“-ის შესარჩევი ტურნირის დასკვნით გასვლით მატჩს საქართველოს ნაკრები 12 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც უკვე გასულია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. თუ ქართველი ფეხბურთელები შეხვედრას ფრედ დაასრულებენ ან რომელიმე კონკურენტი ქულებს დაკარგავს, ავთანდილ ასათიანის გუნდი ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის პირველობაში.

ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში 6 იანვრიდან 9 თებერვლამდე პერიოდში ნიდერლანდების ორ ქალაქში - ამსტერდამსა და გრონინგენში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0