ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხე მოგება იზეიმა და ბალანსი გაითანაბრა

© courtesy of Caucasus Universityტოჩინოშინი
ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
მე-14 საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინმა ჰიდენოუმი დოჰიოდან გაყვანა შეძლო.

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. ტოკიოში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა (ტურნირზე მეშვიდე) და ბალანსი გაითანაბრა.

მე-14 საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმის დოჰიოდან გაყვანა შეძლო. ეს მათი პირველი პირადი დაპირისპირება იყო.

ტოჩინოშინის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე შვიდი გამარჯვება და შვიდი მარცხია. ლევანს აღნიშნულ ბაშოზე ხვალ ბოლო შეხვედრის ჩატარება მოუწევს, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კი მას მოგება სჭირდება. ამისათვის მას საკმაოდ რთული მეტოქის - სეკივაკე ტაკანოსიოს დამარცხება მოუწევს. სპორტსმენები ერთმანეთს სამჯერ არიან შეხვედრილი და ჯერჯერობით ანგარიშია 2:1 იაპონელი სპორტსმენის სასარგებლოდ.

ტურნირის დასკვნით დღეს იმპერატორის თასში გამარჯვებისთვის ერთმანეთს შეებრძოლება ორი სუმოისტი - ტერუნოფუძი და ტაკარაფუძი, თითოეულს სამ-სამი წაგება და 11-11 მოგება აქვს.

ჰარუ ბაშო 28 მარტამდე გაგრძელდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0