ხუთი მედლის შანსი თბილისის გრანდ სლემზე – ქართველებმა ტურნირი კარგად დაიწყეს

© photo: Georgian Judo Federation / FBძიუდო. თემურ ნოზაძე
ძიუდო. თემურ ნოზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს ქართველი ძიუდოისტებიდან თემურ ნოზაძე, ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 10 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, აქედან ხუთი მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

თბილისის გრანდ სლემს ნაადრევად გამოეთიშნენ შაქრო შათირიშვილი (60 კგ), ლაშა ჩადუნელი (60 კგ), ბექა წიფიანი (66 კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) და მზია ბებოშვილი (52 კგ). მედლის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ აქვთ თემურ ნოზაძეს (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილს (66 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანს (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ).

ლევან მატიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
ძიუდო: თბილისის გრანდ სლემზე ლიდერების გარეშე – ცნობილი გახდა ნაკრების შემადგენლობა

თემურ ნოზაძემ, რომელიც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ფინალამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა. ფინალში კი მისი მოწინააღმდეგე უზბეკი ქემრან ნურილაევი იქნება. ორი მედლის მოპოვების შანსი გვაქვს 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, სადაც ვაჟა მარგველაშვილი ფინალურ ეტაპზე იმყოფება. მან მეოთხედფინალურ ეტაპზე თანამემამულე ბაგრატ ნინიაშვილი დაამარცხა, რომელსაც ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის მოუწევს. მარგველაშვილის მეტოქე უზბეკი სარდო ნურილაევი იქნება, ხოლო ნინიაშვილი მედლისთვის მონღოლ ხერლენ განბოლდის გაეჯიბრება.

რაც შეეხება ქართველ ქალ ძიუდოისტებს, საოცრად იჭიდავა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც ფინალში კოსოვოელ ნორა ჯაკოვას ხვდება. ლიპარტელიანმა მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ ეტაპზე რთული შეხვედრები მოიგო. მან ჯერ რუსი მოწინააღმდეგე დარია მეჟეცკაია იპონით დაამარცხა, შემდეგ კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს კრისტა დეგუჩისაც სძლია. მეორე ქართველი ქალი ძიუდოისტი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი კი ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად უნგრელ რეკა პუპის შეხვდება.

თბილისის გრანდ სლემს გულშემატკივარი არ დაესწრება>>

ახალ სპორტის სასახლეში თბილისის გრანდ სლემის ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0