ბასილაშვილი მაიამის ტურნირს იწყებს - ქართველის პირველი მეტოქე ცნობილია

© photo: Hamburg European Open / FBნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალგაზრდა შვედ ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში პირველად შეხვდება. მატჩი 26 მარტს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც შვედ მიკაილ იმერს შეხვდება.

29 წლის ქართველი ჩოგბურთელის მეტოქემ მაიამის ტურნირზე ერთი შეხვედრა უკვე ჩაატარა და მეორე ეტაპზე გადაინაცვლა. მან საწყის რაუნდში ჩილელი კვალიფიკანტი ალეხანდრო ტაბილო მარტივად 6:3, 6:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი 22 წლის შვედ ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში პირველად დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა

რაც შეეხება ნიკას მოწინააღდეგეს, ის მსოფლიო რეიტინგში ამ დროისთვის 95-ე ადგილს იკავებს. იმერმა კარიერის საუკეთესო შედეგი გასული წლის მარტში დააფიქსირა, როდესაც ATP-ის საერთო რეიტინგში 67-ე საფეხურს მიაღწია.

ბასილაშვილი გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე მესამე ნომრად განთესილ გერმანელ ალექსანდერ ზვერევსა და ფინელ ემილ რუსუვუორის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მაიამის საჩოგბურთო ტურნირი შარშან კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა, მისი საპრიზო ფონდი კი 4.299.205 დოლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0