თბილისის გრანდ სლემს გულშემატკივარი არ დაესწრება

გამოწერა
გადაწყვეტილება საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დელეგაციებში კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო მიიღო. გაყიდული ბილეთების თანხა გულშემატკივრებს ეტაპობრივად დაუბრუნდებათ.

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს გრანდ სლემი გულშემატკივრის დასწრების გარეშე გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

ძიუდო: თბილისის გრანდ სლემზე ლიდერების გარეშე – ცნობილი გახდა ნაკრების შემადგენლობა>>

რამდენიმე დღის წინ უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ტურნირს მაყურებელი დაესწრებოდა. თუმცა, გადაწყვეტილება ძიუდოს ფედერაციამ შეცვალა და თბილისის გრანდ სლემი უმაყურებლოდ ჩატარდება. აღნიშნულ საკითხზე განმარტება ფედერაციაში გააკეთეს.

„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გულშემატკივრებს, რომლებსაც ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები შეძენილი ჰქონდათ, თანხა ეტაპობრივად დაუბრუნდებათ.

გულშემატკივარი საფეხბურთო მატჩზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

თბილისის გრანდ სლემი 26-28 მარტს გაიმართება, მასზე 86 ქვეყნის 539 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

მიმდინარე წლის დასაწყისში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წლის კალენდრის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თბილისის ძიუდოს ტურნირს სტატუსი შეეცვალა და საქართველოს დედაქალაქი უკვე ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს. აქამდე თბილისის ძიუდოს ტურნირს გრან პრის სტატუსი ჰქონდა. რაც შეეხება გასულ წელს თბილისში დაგეგმილ გრან პრის, ის კოვიდპანდემიის გამო ჩაიშალა.

ყველა ახალი ამბავი
0