საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება ექნებათ

© Sputnik / STRINGER"დინამო არენას" სტადიონი
დინამო არენას სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა 24 მარტიდან ონლაინ იქნება შესაძლებელი. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 28 მარტს 20:00 საათზე გაიმართება.

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ერთი ღამით გადაადგილების უფლება მიენიჭებათ, გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ქომაგები ტრიბუნებს უბრუნდებიან! ბორჯღალოსნები რუსეთიდან ტრიუმფით დაბრუნდნენ - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
ქომაგები ტრიბუნებს უბრუნდებიან! ბორჯღალოსნები რუსეთიდან ტრიუმფით დაბრუნდნენ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე, რომელიც 28 მარტს 20:00 საათზე გაიმართება, მაყურებლის ტრიბუნაზე დაშვების გადაწყვეტილება მთავრობამ გასულ კვირას მიიღო. გულშემატკივარი დაესწრება რუმინეთი-საქართველოს დაპირისპირებას რაგბშიც, რომელიც იმავე დღეს საქართველოს დროით 13:00 საათზე გაიმართება.

„ფეხბურთის მატჩი დაგეგმილია 8 საათზე და მოხვდება შეზღუდვების პერიოდში. ამიტომ, ბილეთის ყიდვისას მყიდველს ავტომატურად მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ“, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მაყურებელი „დინამო არენაზე“ საფეხბურთო მატჩს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით დაესწრება. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მიზნით სტადიონზე ტრიბუნების 30% შეივსება. საქართველო ესპანეთის მატჩზე ბილეთების ონლაინ გაყიდვა 24 მარტიდან იწყება.

საქართველო–ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივარი დაესწრება>>

ეპიდვითარების სტაბილიზაციის გამო, მიუხედავად რიგი შეზღუდვების მოხსნისა, საქართველოს მთავრობა გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს, ჯერ არ გეგმავს. მთავრობაში აცხადებენ, რომ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ვირუსთან გამკლავების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ყველა ახალი ამბავი
0