საქართველოს რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

© Sputnik / Alexander Imedashviliვითარება Expo Georgia–სთან
ვითარება Expo Georgia–სთან - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
საქართველოს რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს ხმა ყრილობაზე მყოფმა ყველა – 25–ვე დელეგატმა მისცა

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. „ექსპო ჯორჯიასთან“ აქციის ფონზე, სადაც საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა გაიმართა, კავშირის პრეზიდენტად ერთადერთი წარდგენილი კანდიდატი სოსო ტყემალაძე აირჩიეს.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ყრილობის დასრულების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა და ამასთან, რაგბის კავშირის გამგეობის 16–კაციანი ჯგუფი უკვე დაასახელა.

„ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ იყო გაუგებრობა. ვნებები ჩაცხრება და სწრაფად დავიწყებთ გეგმების განხორციელებას“, - აღნიშნა ტყემალაძემ.

თავდაპირველად „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე რაგბის კავშირში სოსო ტყემალაძის მისვლამ ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია, რასაც შემდგომში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შეხლა–შემოხლა Expo Georgia–ს ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
დაპირისპირება „ექსპო ჯორჯიასთან“ – არჩევნების ჩატარების მორიგი მცდელობა რაგბის კავშირში

რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს ირაკლი აბუსერიძე უკვე აირჩიეს, მაგრამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ აბუსერიძეს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა, რის მიზეზადაც არჩევნების ჩატარების არასწორი ვადები დაასახელა. შედეგად სოსო ტყემალაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახდა.

ადგილზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოსო ტყემალაძის გამოჩენისთანავე პოლიციის კორდონი გაარღვიეს და დარბაზში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათი შეკავება შეძლო. დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოგვიანებით კომენტარი გააკეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ. მისი თქმით, რაგბის კავშირთან შექმნილი დაძაბულობა მალევე განიმუხტა.

ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე და ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი სიმონ მაისურაძეც, რომელმაც მედიასაშუალებებთან ისაუბრა.

 Expo Georgia–ს ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
შსს: რაგბის კავშირის ყრილობაზე ნებისმიერი პროვოკაცია აღკვეთილი იქნება

„გარედან მოლით მივაწექით, გვინდოდა, ყრილობა ჩაგვეშალა, მაგრამ ისინი მაინც შეიპარნენ და ისე ატარებენ ყრილობას. ყრილობა არალეგიტიმურია, რომელსაც არ ვაღიარებთ. ასეთი გზით რაგბში მოსვლა დაუშვებელია“, - განაცხადა მაისურაძემ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სამართალდამცველებისა და მომიტინგეების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავებულია. შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, შეხლა–შემოხლის დროს არავინ დაუკავებიათ.

ირაკლი აბუსერიძის მომხრეები უკვე დიდი ხანია აქტიურად გამოთქვამენ პროტესტს რაგბის კავშირის არჩევნებთან დაკავშირებით და ყველანაირად ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ პრეზიდენტად სხვა კანდიდატურის არჩევას. ისინი აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რაგბის კავშირის შიდა საქმეებში ერევა და პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატის არჩევას ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0