ქართველი მძლეოსანი თურქეთის ტურნირის გამარჯვებულია – ვიდეო

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშირბენა
რბენა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა დისტანცია 47,26 წამში დაფარა და ამით საქართველოს რეკორდი დაამყარა დახურულ დარბაზებში.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ქართველი მძლეოსანი მინდია ენდელაძე სტამბულში მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა 400 მეტრზე რბენაში.

დისტანცია ენდელაძემ 47,26 წამში დაფარა და საქართველოს რეკორდი დაამყარა დახურულ დარბაზებში.

ამ გამარჯვების წყალობით ენდელაძემ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც პოლონეთის ქალაქ ტორუნში 4–8 მარტს გაიმართება.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, მინდიასგან ამ შედეგს ველოდით, რადგან წინა ტურნირზეც შესანიშნავად იასპარეზა. ორმაგად ვამაყობ, რადგან ამით საქართველოს რეკორდიც მოვხსენით", – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზიგმუნდ ზილბერშტეინმა. 

სტამბულის ტურნირში 30 ქვეყნის მძლეოსნები მონაწილეობდნენ. ენდელაძე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0