ქართველი „რკინიგზელების“ გამარჯვება მოსკოვის „ლოკომოტივთან“

© photo : FC Locomotive Tbilisi / FBთბილისის „ლოკომოტივმა" მოსკოვის „ლოკომოტივი" გაანადგურა
თბილისის „ლოკომოტივმა მოსკოვის „ლოკომოტივი გაანადგურა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
ქართული საფეხბურთო კლუბები ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ესპანეთსა და თურქეთში ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. თბილისის „ლოკომოტივმა“ ესპანეთის ქალაქ მარბელიაში მორიგი ტესტ-მატჩი გამართა და მოსკოვის „ლოკომოტივს“ ოთხი უპასუხო გოლით მოუგო.

ქართული კლუბების ნაწილი „ეროვნული ლიგის“ განახლებამდე ესპანეთში ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს, მეორე ნაწილი კი წინასატურნირო სამზადისს თურქეთში გადის.

თბილისის „ლოკომოტივი“ ტესტ-მატჩში „როსტოვთან“ სერიოზულად დამარცხდა

 - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
თბილისის „ლოკომოტივი“ ტესტ-მატჩში „როსტოვთან“ სერიოზულად დამარცხდა

„ლოკომ“ პირველი ტაიმი აქტიურად დაიწყო, რასაც 32-ე წუთზე თბილისელთა მაროკოელი ლეგიონერის იმრან ომარის გოლი მოჰყვა. შეხვედრაში მეორე გოლი რუსებმა გვაჩუქეს – 47-ე წუთზე ლისტოვმა საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთით საკუთარ გუნდს განაჩენი გამოუტანა. თბილისელებმა მალევე მოახერხეს ანგარიშის სამამდე გაზრდა. 55-ე წუთზე ომარმა ულამაზესი გოლის წყალობით დუბლი გაიფორმა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. წესით, ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა მატჩის უგოლოდ დასრულება ირაკლი სიხარულიძემ არ ისურვა და 78-ე წუთზე მატჩის ბოლო, მე-4 გოლი გაიტანა.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ რუსულმა კლუბმა ბოლო ორი შეხვედრა სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა. პირველ შემთხვევაში მოსკოველები „როსტოვს“ დაუპირისპირდნენ, ქართულ გუნდთან კი კლუბის სარეზერვო შემადგენლობა გამოვიდა.

ესპანურ შეკრებაზე თბილისის „ლოკომოტივმა“ წინა შეხვედრა რუსეთის „კრასნოდართან“ გამართა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:3 დამარცხდა. „ლოკოს“ მომავალი მეტოქის ვინაობა ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

ყველა ახალი ამბავი
0