საქართველოში ფეხბურთის სეზონი 21 თებერვალს გაიხსნება

© Sputnik / Alexander ImedashviliФутбольный мяч на поле стадиона Михаила Месхи
Футбольный мяч на поле стадиона Михаила Месхи - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
სუპერთასის მატჩი საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „დინამოს“ და თასის მფლობელ „გაგრას“ შორის მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოში საფეხბურთო სეზონი გაიხსნება სუპერთასის მატჩით, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ფეხბურთი. საქართველო-ანდორა. ოთარ კაკაბაძე - ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

სუპერთასის მატჩი საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „დინამოს“ და თასის მფლობელ „გაგრას“ შორის მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, COVID-19-ის პანდემიის გამო მატჩს გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.

ამჟამად „დინამოელები“ თურქეთში სეზონის წინა შეკრებას გადიან. მომდევნო ტესტ-მატჩს „დინამო“ 6 თებერვალს უკრაინას „ზარიას“ წინააღმდეგ გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0