საქართველოს ფეხბურთის ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

© Sputnik / Alexander Imedashviliფეხბურთი. საქართველო-ანდორა. ოთარ კაკაბაძე - ცენტრში
ფეხბურთი. საქართველო-ანდორა. ოთარ კაკაბაძე - ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
შეხვედრა გაიმართება რუმინეთში, მაგრამ ამ დროისთვის სტადიონი და მატჩის დაწყების დრო ცნობილი არ არის

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის 2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის „დინამოელები“ კიევის გუნდთან ბოლო წამებზე დამარცხდნენ >>

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში ივნისში შედგება. მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თბილისის „დინამო - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში სტარტს 27 თებერვალს აიღებს

რუმინეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ შეხვედრას В ჯგუფში გამართავს. სამივე თამაში მარტში ჩატარდება: 25 მარტს შვედეთის წინააღმდეგ (გასვლითი მატჩი), 28 მარტს საქართველო შინ უმასპინძლებს ესპანეთს, 31 მარტს გასვლაზე დაუპირისპირდება საბერძნეთს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი არ ჰყავს. გუნდის ყოფილმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა გასული წლის ნოემბერში თავისი პოსტი უეფას ერთა ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიასა (0:1) და სომხეთთან (1:2) განცდილი მარცხის შემდეგ დატოვა.

FIFA-ს რეიტინგში საქართველოს ნაკრები 89-ე ადგილს იკავებს, ხოლო რუმინეთი 37-ე პოზიციაზეა.

ყველა ახალი ამბავი
0