საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

© photo: Georgian Handball Federation / FBსაქართველოს ხელბურთის ნაკრები
საქართველოს ხელბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახტანგ მეიფარიანი ფედერაციის პრეზიდენტად საანგარიშო-საპრეზიდენტო ყრილობის დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს. ლევან სალუქვაძე და იმედო ფხაკაძე ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფედერაციის საანგარიშო-საპრეზიდენტო ყრილობაზე საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვახტანგ მეიფარიანი აირჩიეს, იუწყება პირველი არხი.

თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იმედო ფხაკაძე და ვახტანგ მეიფარიანი იღებდნენ, თუმცა ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე ფხაკაძემ ვახტანგ მეიფარიანის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

საანგარიშო-საპრეზიდენტო ყრილობას 27 დელეგატი ესწრებოდა. ვახტანგ მეიფარიანი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად ლევან სალუქვაძე და იმედო ფხაკაძე იმუშავებენ, გენერალური მდივნის თანამდებობას კი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქეთევან კობერიძე დაიკავებს. მეიფარიანის არჩევამდე ფედერაციას ზურაბ კაკაბაძე ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0