ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი საფრანგეთის ტურნირზე

© Facebook / photo: GeoWrestling / FBგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენებმა სულ 12 მედალი მოიპოვეს. ყველაზე დიდ წარმატებას თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მიაღწიეს – მათ ანგარიშზე ცხრა მედალია.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საფრანგეთის ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა. ანრი დელანეს სახელობის გრან–პრიზე ჩვენმა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 12 მედალი მოიპოვეს.

განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა. მათ ანგარიშზე ცხრა მედალია – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეჯიბრებაში 10 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.

უმაღლეს კვარცხლბეკზე ავიდნენ ბექა ლომთაძე (–61), ზურაბ იაკობაშვილი (–70), ნიკა კენჭაძე (–79) და გენო პეტრიაშვილი (+125).

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, აქ ქართველების „მოსავალი“ ნაკლები იყო – სულ სამი მედალი მიიღეს. გრან-პრის ჩემპიონი გახდა გიორგი მელია (–97), ხოლო გურამ ხეცურიანმა (–87) და სულხან ბუაძემ (+130) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0