„ანორთოსისს“ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გაგრძელება სურს

© photo: AFP 2020 / GEORGE MICHAELთემურ ქეცბაია
თემურ ქეცბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ანორთოსისის“ ხელმძღვანელობამ ქეცბაიას კონტრაქტის 2023 წლამდე გაგრძელების წინადადებით ოფიციალურად მიმართა.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. კვიპროსის საფეხბურთო კლუბმა „ანორთოსისმა“ თემურ ქეცბაიას, რომელიც 2019 წლიდან გუნდის მთავარი მწვრთნელია, ახალი კონტრაქტი შესთავაზა და ქართველი სპეციალისტის პასუხს ელოდება, იუწყება გამოცემა kathimerini.com.cy.

„ანორთოსისის“ ხელმძღვანელობამ კონტრაქტის 2023 წლამდე გაგრძელების წინადადებით ქეცბაიას ოფიციალურად მიმართა. ამჟამინდელი შეთანხმება ფამაგუსტას კლუბსა და ქართველ მწვრთნელს შორის მიმდინარე წლის მაისში იწურება. ქეცბაიამ მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა“, – წერს გამოცემა.

თემურ ქეცბაია - Sputnik საქართველო
თემურ ქეცბაია კვიპროსში ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი კონტრაქტი ქეცბაიასთვის უკეთეს პირობებს შეიცავს.

ქეცბაია „ანორთოსისში“ 2004 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა, 2019 წლიდან კი ის კლუბს კვლავ ჩაუდგა სათავეში. ქართველი სპეციალისტის თავკაცობით „ანორთოსისმა“ ორჯერ მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი (2005, 2008) და თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი (2007).

ეროვნული პირველობის მიმდინარე გათამაშებაში „ანორთოსისი“ 19 ტურის შემდეგ 36 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერს – „აპოლონს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

ყველა ახალი ამბავი
0