ვაჟა მარგველაშვილმა დოჰაში ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა

© Sputnik / STRINGERვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნულ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებიდან კიდევ ერთი ძიუდოისტი ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობდა, რომელიც რუს სპორტსმენთან არამ გრიგორიანთან დამარცხდა.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა დოჰაში (კატარი) მიმდინარე „მასტერსის“ სერიის ტურნირზე ბრიჯნაოს მედალი მოიპოვა.

დოჰაში ტურნირზე 15 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს>>>

მესამე ადგილის დასაკავებლად 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა მოლდაველ დენის ვიერუს სძლია.

მარგველაშვილისთვის ეს „მასტერსზე“ მოპოვებული მეოთხე ბრინჯაოა.

ამავე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობდა კიდევ ერთი ძიუდოისტი ბაგრატ ნინიაშვილი, რომელმაც საკუთარი გამოსვლა მეორე წრეში დაასრულა, იგი რუს არამ გრიგორიანთან დამარცხდა.

რაც შეეხება 60 კგ-მდე წონით კატეგორიას, ამ წონაში ქართველი სპორტსმენები მედლების გარეშე დარჩნენ – თემურ ნოზაძე და ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირის მომავალ ფინალისტებთან – იუნგ იანგთან (ჩინური ტაიპეი) და ვონ ჯინ კიმთან (სამხრეთ კორეა) დამარცხდნენ. „მასტერსის“ გამარჯვებული სამხრეთ კორეელი სპორტსმენი გახდა.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები სამი ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებენ.

ყველა ახალი ამბავი
0