ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიაში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკილოზ ბასილაშვილი
ნიკილოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა საერთო ჯამში თავისი ჩაწოდება ოთხჯერ დათმო და მხოლოდ ერთი ბრეიკის გაკეთება შეძლო

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკილოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით მე-40 ნიმერი) ანტალიაში АТР-250-ის სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
„ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის წერილი შვილს

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ალექს დე მინორთან (Alex de Minaur) (23) ორ სეტში დამარცხდა (2:6, 4:6). მატჩი ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.

საერთო ჯამში ბასილაშვილმა თავისი ჩაწოდება ოთხჯერ დათმო და მხოლოდ ერთი ბრეიკის გაკეთება შეძლო. ავსტრალიელმა ჩვენს ჩოგბურთელს მოგებული ქულებითაც გაუსწრო - 66 50-ის წინააღმდეგ.

მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და საკუთარი საბანკო ანგარიში თითქმის 10 ათასი ევროთი შეივსო.

Antalya Open-ის საერთო საპრიზო ფონდი 361 ათას ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ლორენცო სონეგო.

ყველა ახალი ამბავი
0