თორნიკე შენგელია ესპანეთის ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძოლებს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშითორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შენგელიას პირველი კონკურენტია ამერიკელი ჯეისი კეროლი, რომელიც მადრიდის „რეალში“ 2011 წლიდან ასპარეზობს.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთში ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის კანდიდატთა სიაში მოხვდა, ნათქვამია ესპანური „ლიგა ენდესას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

თორნიკე შენგელია: ჩვენი ქვეყნისთვის პატარა გამარჯვებაც მნიშვნელოვანია >>

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
თორნიკე შენგელიამ ЦСКА-ში საუკეთესო მატჩი ითამაშა

„ლიგა ენდესამ“ გამოაქვეყნა 16 საუკეთესო კალათბურთის სია, რომლებიც სპეციალურმა კომიტეტმა ონლაინ-დებატების შედეგებით შეარჩია. ყველა მათგანი ესპანეთის ჩემპიონატში 2011-2020 წლების პერიოდში ასპარეზობდა ან/და ახლაც ასპარეზობს. მოთამაშეები რვა წყვილად გაყვეს და ვებ-გვერდზე კენჭისყრის შედეგად თითოეულ წყვილში საუკეთესო მოთამაშე მანამდე გამოვლინდება, სანამ ერთი მოთამაშე არ დარჩება.

შენგელიას პირველი კონკურენტია ამერიკელი ჯეისი კეროლი, რომელიც მადრიდის „რეალში“ 2011 წლიდან ასპარეზობს. კალათბურთელთა თითოეული წყვილისთვის ხმის მიცემა კონკრეტულ დღეს მოხდება. შენგელია-კეროლის წყვილში საუკეთესოს არჩევა „ლიგა ენდესას“ ვებ-გვერდზე 11 იანვარს იქნება შესაძლებელი.

შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან 2020 წლამდე თამაშობდა. ქართველი ფორვარდი იყო გუნდის კაპიტანი, ხოლო ბოლო სეზონზე „ბასკონიას“ შემადგენლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა – პირველად 2010 წლიდან. გარდა ამისა, 2019 წელს შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

2020 წლის ზაფხულში შენგელიამ „ბასკონია“ დატოვა და მოსკოვის ЦСКА-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყველა ახალი ამბავი
0