ხვიჩა კვარაცხელია - 2020 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის კვარაცხელიამ დავით ხოჭოლავას და ჯაბა კანკავას გაუსწრო

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე (GFF AWARDS 2020) 2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - მომდევნო სეზონის ყველა მონაწილე ცნობილია >>

ლადო დვალიშვილი - Sputnik საქართველო
ლადო დვალიშვილმა კარიერა დაასრულა

სეზონის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის კვარაცხელიამ დავით ხოჭოლავას („შახტარი“, უკრაინა) და ჯაბა კანკავას („ტობოლი“, ყაზახეთი) გაუსწრო.

საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გარდა, GFF Awards-ის ჯილდო სხვა ნომინაციებშიც გადაეცათ. აი რამდენიმე მათგანი:

  • საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი - ხატია ჭყონია („ლანჩხუთი“, გურია)
  • საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია)

აღსანიშნავია, რომ ჭყონიამ GFF Awards-ის კიდევ ერთი ჯილდო მიიღო. მისი გოლი რუმინეთის „კლუჟის“ კარში საქართველოში გასულ სეზონზე საუკეთესოდ აღიარეს.

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ - Sputnik საქართველო
პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში – საუკეთესო გოლის ავტორი ქალია

აღსანიშნავია, რომ GFF Award - ამ სეზონზე კვარაცხელიას ერთადერთი ჯილდო როდია. ქართველი ნახევარმცველი მოხვდა რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრის შედეგებით მოთამაშეთა ტოპ-ათეულში; ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელების სიაში; ასევე ის თათრეთის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გარდა ამისა, კვარაცხელია რუსეთის პირველ ლიგაში არაერთხელ აღიარეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრებების მოთამაშედ.

ყველა ახალი ამბავი
0