პეტრიაშვილი დაუმარცხებელია – საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

© Facebook / photo: GeoWrestling / FBგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჩემპიონებით მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებზე ეროვნული გუნდი დაკომპლექტდება.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც გენო პეტრიაშვილმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.

125 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მრავალგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ზვიად მეტრეველს აჯობა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
თბილისში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში

თითქმის ათივე წონით კატეგორიაში საქართველოს უცვლელი ჩემპიონები ჰყავს. გამონაკლისია 65 კგ წონითი კატეგორია, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არყოფნაში ჩემპიონობა შმაგი თოდუამ გაიფორმა.

79 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ნიკა კენჭაძე გახდა. ჩემპიონის ტიტული დაიცვა მისმა ძმამ ავთო კენჭაძემაც.

86 კგ წონით კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს დათო მარსაგიშვილი და სანდრო ამინაშვილი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში კი გამარჯვება კი ამინაშვილმა მოიპოვა.

კვარცხლბეგის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ირაკლი მწითურიც, რომელიც 92 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ასევე უცვლელია ჩემპიონი 97 კგ წონაში, სადაც ელიზბარ ოდიკაძემ უდანაკარგოდ იასპარეზა.

ლუხუმ ჩხვიმიანი - Sputnik საქართველო
ორი ქართველი სპორტსმენი 2020 წლის საუკეთესო ძიუდოისტების სიაში მოხვდა

ტურნირის პირველ დღეს მსუბუქ წონით კატეგორიებში გამარჯვება შემდეგმა სპორტსმენებმა მოიპოვეს:

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
61 კგ - ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
65 კგ - შმაგი თოდუა (სამტრედია)
70 კგ - დავით ტლაშაძე (გორი)

შეჯიბრება ორი დღის განმავლობაში, 27-28 დეკემბერს მიმდინარეობდა.

საქართველოს ჩემპიონები მომავალი წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებზე ეროვნული გუნდის სახელით იჭიდავებენ.

ყველა ახალი ამბავი
0