შოთა არველაძე: „ფახთაქორს“ ვტოვებ, ახალი წლიდან ახალი გამოწვევების დროა

© Facebook / FB / Maccabi Tel Aviv FCშოთა არველაძე
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოთა არველაძე უზბეკურ კლუბში 2017 წელს ასისტენტ გოჩა ტყებუჩავასთან ერთად მივიდა. ქართულმა სამწვრთნელო შტაბმა სამი წლის განმავლობაში გუნდს ხუთი ტიტული მოაგებინა.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე, რომელიც უზბეკეთის „ფახთაქორს“ წვრთნიდა, გუნდს დაემშვიდობა. ინფორმაცია არველაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

არველაძემ უზბეკეთის თასის მოგება ცეკვა „აჭარულით“ აღნიშნა – ვიდეო>>

შოთა არველაძე გალშემატკივრებსა და გუნდის ხელმძღვანელობას გამოემშვიდობა და ტაშკენტურ კლუბს წარმატებები უსურვა.

„მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და „ფახთაქორის“ დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რომ მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ამ გუნდში, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. ჩვენ კლუბში ბევრი რამ შევცვალეთ, დავამკვიდრეთ თამაშის ჩვენი სტილი. ახალი წლიდან კი ახალი გამოწვევების დროა“, – აღნიშნა შოთა არველაძემ.

შოთას მიერ გაწვრთნილი გუნდი ამ წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა. ქართველის მეთაურობით ტაშკენტის „ფახთაქორი“ 2019 და 2020 წლებში უზბეკეთის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. 2019 წელს არველაძის გუნდმა უზბეკეთის ლიგის თასიც მოიგო, რომელიც წელს პანდემიის გამო აღარ გათამაშდა.

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
არველაძის ტრიუმფი უზბეკეთში: „ფახთაქორი“ ქვეყნის თასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა

შოთა არველაძე უზბეკურ გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წელს დაინიშნა.

ახლა არველაძესთან ერთად კლუბი დატოვა ასევე გოჩა ტყებუჩავამაც, რომელიც 2017 წლიდან მისი ასისტენტი იყო.

ქართველი მწვრთნელის გადაწყვეტილების შემდეგ მასმედიაში აქტიურად იწერება იმ სავარაუდო გუნდებზე, რომელსაც არველაძე ჩაიბარებს. შესაძლოა, რომ შოთა ჰოლანდიურ, თურქულ ან არაბულ კლუბში ვიხილოთ.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „ქასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0