წყალბურთში ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ გამარჯვება მოიპოვა

© photo: WPC Dinamo Tbilisi / FBწყალბურთის ნაკრები
წყალბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოპოვებული გამარჯვების შედეგად თბილისის „დინამომ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი დაიმსახურა, რისთვისაც ქვეჯგუფიდან გასვლა და რამდენიმე გამარჯვების მოპოვებაა საჭირო.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. თბილისის „დინამომ“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბუდაპეშტში ქართულმა კლუბმა მონტენეგროს „იადრანი“ დაამარცხა ანგარიშით 11:8.

შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდებს შორის ძალთა თანაფარდობა იყო – პირველი მეოთხედი „დინამომ“ ანგარიშით 2:1 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და პირველი ტაიმის ანგარიში 4:4 დააფიქსირა. 

წყალბურთის გუნდი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონეტასთან“ დამარცხდა  - Sputnik საქართველო
წყალბურთის გუნდი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონეტასთან“ დამარცხდა

თამაშის მეორე ნახევარი ქართული კლუბის უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის მესამე მეოთხედში „დინამოელებმა“ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, ხოლო მეოთხე მეოთხედში მოწინააღმდეგის 4 გოლს ქართველმა სპორტსმენებმა ასევე 4 გოლით უპასუხეს.

ქართველ წყალბურთელთა შორის ყველაზე შედეგიანი მარკო ელაჩი და ანდრია ბითაძე აღმოჩნდნენ, რომელთა ანგარიშზეც 3–3 გატანილი გოლია.

ახლა „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 3 ქულა აქვს და „იადრანთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

ზუკა რურუას გუნდი მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე 2021 წლის მარტში ჩაატარებს.

აღნიშნული ჯგუფის წინა შეხვედრები თბილისის „დინამომ“ ჯერ იტალიურ „ბრეშასთან“, შემდეგ კი ესპანურ „ბარსელონეტასთან“ დათმო.

ყველა ახალი ამბავი
0