საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ფინეთი „ევრობასკეტ-2022“-ის შესარჩევ მატჩში დაამარცხა

© photo : Georgian Basketball Federation / FBსაქართელოს კალათბურთის ნაკრები
საქართელოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა Е შესარჩევ ჯგუფში მესამე მოგება და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერობაც მოიპოვა

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთს 91:85 ანგარიშით ფინეთს მოუგო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელიც ფინეთის ქალაქ ესპოოში გაიმართა.

მოგებულთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც გუნდს 27 ქულა მოუტანა და ამასთან ერთად 10 მოხსნაც მიითვალა. გამორჩეული იყო თორნიკე შენგელიაც, რომელმაც მოედანზე ყოფნის 35 წუთში გუნდს 19 ქულა მოუტანა. კაპიტანის ანგარიშზეა ასევე რვა მოხსნა და ოთხი შედეგიანი გადაცემა.

საქართველოს კალათბურთის ნაკრების შეხვედრა სერბეთთან - Sputnik საქართველო
საქართველო-ფინეთი: მეტოქე გუნდში ქართულ ტრიოს უფრთხიან

ათქულიანი ზღვარი გადალახა საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა მოთამაშემ - ტედ მაკფადენმა (14), ალექსანდრე ფევაძემ (11) და გივი ბაქრაძემ (10).

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა Е შესარჩევ ჯგუფში მესამე მოგება და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერობაც მოიპოვა. ადრე ილიას ზუროსის აღსაზრდელებმა შვეიცარიას (96:88) და სერბეთს (94:90) მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს შესარჩევი ციკლი სიმბოლურ ხასიათს ატარებს. საქართველომ კონტინენტურ პირველობაში მონაწილეობის უფლება როგორც „ევრობასკეტ-2022“-ის მასპინძელმა ქვეყანამ ავტომატურად მოიპოვა.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 30 ნოემბერს შვეიცარიის წინააღმდეგ კვლავ ესპოოში გამართავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0