საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთხელ დამარცხდა

© photo: Georgian Football Federation ფეხბურთის ნაკრები
ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ცხრა ჩატარებული მატჩში სამი გოლი გაიტანა, 42 კი გაუშვა.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მალტას უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დამარცხდა. 

ქალთა ფეხბურთი. „ლანჩხუთი“ - Sputnik საქართველო
„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაში ქალთა შორის ითამაშებს

შეხვედრა სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა. მატჩის პირველ ნახევარში ზამიტისა და ბუგეჯას გატანილი გოლებით მალტის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

მეორე ტაიმიც მალტელთა შეტევებით დაიწყო და 58-ე წუთზე ბუგეჯას მიერ შესრულებული დუბლის წყალობით საბოლოო ანგარიში, 0-4 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ქართველ გოგონებს შეხვედრის მიმდინარეობისას რეალური საგოლე მომენტი თითქმის არ შეუქმნიათ.

ლევან ბაჯელიძის გოგონებმა აღნიშნულ ჯგუფში ცხრა მატჩი ჩაატარეს და ყველა წააგეს. საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის B ჯგუფში 0 ქულით ბოლო, მეექვსე პოზიციაზეა – მათ ანგარიშზე 42 გაშვებული და სამი გატანილი გოლია.

ქალთა ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 1 დეკემბერს გაიმართება, ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ყველა ახალი ამბავი
0