11:09 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (930)
49 0 0

ყვითელაშვილი თავის საკმაოდ რთულ პროგრამაში გაცილებით მაღალ შეფასებას დაიმსახურებდა, რომ არა დასანანი ვარდნა „ოთხმაგი ტულუპის“ შესრულების დროს

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში მიმდინარე რუსეთის გრან-პრიზე ინდივიდუალურ პროგრამაში მამაკაცებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

ორი გამოსვლის - მოკლე და თავისუფალი პროგრამის შედეგების მიხედვით ეთერ თუთბერიძის აღსაზრდელს მსაჯებმა 275,80 ქულა დაუწერეს. გრან-პრის გამარჯვებულ მიხაილ კოლიადას (რუსეთი) ქართველი მოციგურავე 6,09 ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილი ერგო რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს - პეტრ გუმენიკს (268,47 ქულა).

ყვითელაშვილი უფრო მაღალ ქულებს დაიმსახურებდა მისი საკმაოდ რთული პროგრამისთვის, რომ არა სამწუხარო ვარდნა „ოთხმაგი ტულუპის“ შესრულების დროს.

მიმდინარე წლის თებერვალში ყვითელაშვილი ავსტრიის ქალაქ გრაცში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართველი მოციგურავისთვის კონტინენტურ პირველობებზე ასპარეზობისას ეს შედეგი საუკეთესოა.

 

თემები:
სპორტის ამბები (930)

მთავარი თემები