ვლდიმირ ვაისი: წაგების შემდგომი ღამე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო

© Sputnik / Alex Shlamovვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სლოვაკმა სპეციალისტმა განსაკუთრებით ის აღნიშნა, რომ ის ხუთი წელი, რომელიც მან საქართველოს ნაკრებთან ერთად გაატარა, მის მეხსიერებაში სამუდამოდ თბილ მოგონებად დარჩება

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გამართა პრესკონფერენცია უეფას ერთა ლიგის ფარგლებში სომხეთის ნაკრებთან მატჩის წინ, რომელიც თბილისში 15 ნოემბერს გაიმართება.

გულშემატკივარი - Sputnik საქართველო
კალაძე დაჯარიმებულ გულშემატკივარზე: პირობას ვდებ, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სლოვაკმა სპეციალისტმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან განცდილი წაგება შეაფასა და ხვალინდელი თამაშის თემას შეეხო.

„ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ ყველაზე მძიმე ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. საბოლოოდ, დაცვაში ერთმა შეცდომამ განაპირობა ყველაფერი. უნდა აღვნიშნო, რომ მაკედონიამ ყველა შეხვედრაში მინიმალური საგოლე მომენტები მიიღო და მაქსიმალურად გამოიყენა, ჩვენს შემთხვევაში კი სხვაგვარად იყო, სხვა თამაშებში ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ბოლო თამაშში ერთი შეცდომა გადამწყვეტი გამოდგა. ყველასთვის ემოციური დღე და უდიდესი იმედგაცრუება იყო. თუმცა, ცხოვრება გრძელდება, სომხეთთან თამაშისთვის ვემზადებით და ხვალ გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება B დივიზიონში გადასასვლელად, რაც ფეხბურთელებისთვის, მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ვაისმა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ფეხბურთში გამარჯვება ქუჩაში გამოსვლით აღნიშნეს - ვიდეო - Sputnik საქართველო
ჩრდილოეთ მაკედონიაში ფეხბურთში გამარჯვება ქუჩაში გამოსვლით აღნიშნეს – ვიდეო

სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ასეთი წაგების შემდეგ რთულია ახალ თამაშზე განეწყო, რომელიც სამ დღეშია დაგეგმილი.

„ასეთი იმედგაცრუების შემდეგ ძალიან რთულია დაივიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ახლა მოედანზე გასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ის წნეხი, რაც ამ თამაშს ახლდა, აუცილებლად გადაივლის და ხვალ კარგად ვითამაშებთ, რადგან გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომელთაც ეს შეუძლიათ. ხვალ შანსს ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც მაკედონიასთან თადარიგში იყვნენ“, - განაცხადა მან.

ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ ვაისმა განაცხადა, რომ მატჩები სომხეთთან (15 ნოემბერს) და ესტონეთთან (18 ნოემბერს) საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩები იქნება.

„არ ვიცი ვინ იქნება ახალი მთავარი მწვრთნელი, მაგრამ მე ვესაუბრე თემურ ქეცბაიას, ვხედავ მის დამოკიდებულებას ფეხბურთელებთან და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახალ მწვრთნელს ჩემი და ქეცბაიას თვისებების მიქსი უნდა ჰქონდეს და ამან კარგი შედეგი მოიტანოს. საქართველოში არიან შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მომავალში ეროვნული გუნდის საყრდენი გახდებიან“, - განაცხადა ვაისმა.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ვაისი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს

დასასრულს სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებთან გატარებული ხუთი წელი სამუდამოდ მის მეხსიერებაში დარჩება. მისი თქმით, მას ეს დრო ყოველთვის დიდი სითბოთი გაახსენდება და ის სამუდამოდ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი დარჩება.

უეფას ერთა ლიგის ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით С დივიზიონის მეორე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. ქულათა იგივე რაოდენობა აქვს ჩრდილოეთ მაკედონიას, თუმცა ის ჩვენს გუნდს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. სომხეთის ნაკრების აქტივში ხუთი ქულაა და ის კვარტეტში მესამე პოზიციას იკავებს. ჯგუფის ბოლოს ადგილის იკავებს ესტონეთი, რომელმაც ოთხ მატჩში ორი ქულა დააგროვა.

მატჩი საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში „დინამო არენაზე“ 15 ნოემბერს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0