ვლადიმირ ვაისი: მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ძალიან ემოციური იქნება

© Sputnik / Alex Shlamovვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფას ერთა ლიგის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის თბილისში ხუთშაბათს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ უეფას ერთა ლიგის მომავალი ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, რომელიც თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება, ძალიან ემოციური იქნება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო
ფინალი კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე – ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

„ჩრდილოეთ მაკედონიას ორჯერ შევხვდით და ორივეჯერ სხვადასხვა ტაქტიკა გამოვიყენეთ. აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ. შეხვედრის ირგვლივ ემოციური ფონი იქნება, ამიტომაც თავად მატჩიც ძალიან ემოციური უნდა გამოდგეს. უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატებისთვის ერთით მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი თამაში საქართველოს დიდ სიხარულს მოუტანს“, - განაცხადა ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

ამასთან სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ხვალინდელ თამაშში მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ ტაქტიკა.

„ხვალინდელი თამაშის შედეგი იქნება დამოკიდებული არამხოლოდ არჩეულ ტაქტიკაზე, არამედ უმცირეს ნიუანსებზეც. მნიშვნელობა აბსოლუტურად ყველაფერს ექნება. ორივე ნაკრებში არის დანაკლისი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გუნდებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანად ვითამაშოთ თავდასხმაში და ყველა შანსი გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ვაისმა.

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს და მაკედონიის ნაკრებებმა თბილისში მატჩის წინა ვარჯიშები გამართეს
ვლადიმირ ვაისი: მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ძალიან ემოციური იქნება - Sputnik საქართველო
საქართველოს და მაკედონიის ნაკრებებმა თბილისში მატჩის წინა ვარჯიშები გამართეს

 

პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია თამაშს გამოტოვებენ. ორივეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვაისმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„კვარას და შენგელიას არყოფნა - დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის. წინა პრესკონფერენციაზე ვამბობდი, რომ ჩვენი მთავარი მტერი კორონავირუსია. სამწუხაროდ, ეს დღევანდელი რეალობაა. ორი ფეხბურთელის დაკარგვის შემდეგ შემტევი ხაზის გაძლიერების ვარიანტები უნდა ვეძებო. შესაძლოა, მომავალ თამაშში გიორგი პაპუნაშვილის პოტენციალი გამოვიყენო“, - განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.

დასასრულს ვაისმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელების დღევანდელი თაობისთვის ეს მატჩი - დიდი თამაშია. ეს ხუთწლიანი ციკლის დასრულებაა, რომელიც, როგორც ვაისი იმედოვნებს, ქართველ ხალხს სიხარულს მოუტანს.

უეფას ერთა ლიგის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის თბილისში ხუთშაბათს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0