ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ს ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

© courtesy of GIGA CHIKADZEგიგა ჭიკაძე
გიგა ჭიკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მებრძოლისთვის UFC-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე ეს გამარჯვება უკვე მეხუთეა, ყველა ბრძოლა მას 2020 წელს აქვს მოგებული

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC Fight Night 181-ის ტურნირზე ლას-ვეგასში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ნახევრად მსუბუქ წონაში ჭიკაძემ ჯეიმი სიმონსს სძლია.

ორთაბრძოლის პირველივე წუთებიდან ჭიკაძემ უპირატესობა მოიპოვა. სიმონსმა, რომლისთვისაც ეს ბრძოლა   UFC-ში სადებიუტო ოყო, ჭიკაძის პარტერში გადაყვანა სცადა, მაგრამ ჩვენი მებრძოლი თავს იცავდა და ფეხზე მყარად იდგა.

აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ სიმონსის წაგებაში დიდი როლი მისმა საკმაოდ მოცულობითმა ვარცხნილობას შეასრულა. ერთ-ერთ მომენტში ამერიკელი თმას ისწორებდა, სწორედ ამ დროს მიაყენა მეტოქეს „მიდლ-კიკი“, შემდეგ კი ეფექტური „მავაში“ საფეთქელში. სიმონსი კანვასზე დაეცა და ჭიკაძეს მოსაგებად მხოლოდ ტექნიკა დასჭირდა.

ჭიკაძისთვის UFC-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე ეს გამარჯვება ზედიზედ მეხუთეა.

არსებობს ვარაუდი, რომ ჭიკაძე კიდევ ერთვ ბრძოლას დეკემბრის დასაწყისში გამართავს. ეს საკითხი ბრძოლის შემდეგ ჭიკაძემ UFC-ს პრეზიდენტ დანა უაიტთან განიხილა.

ყველა ახალი ამბავი
0