თორნიკე შენგელიამ ЦСКА-ში საუკეთესო მატჩი ითამაშა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშითორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ВТБ-ს ერთიანი ლიგის შეხვედრაში კრასნოდარის „ენისეის“ წინააღმდეგ ქართველმა კალათბურთელმა 16 ქულა და ექვსი მოხსნა მოაგროვა

თბილისი, 2 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ЦСКА-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ გუნდის შემადგენლობაში თავისი საუკეთესო მატჩი ითამაშა.

ВТБ-ს ერთიანი ლიგის შეხვედრაში კრასნოიარსკის „ენისეის“ წინააღმდეგ შენგელიამ 16 ქულა მოაგროვა, ЦСКА-მ კი გაიმარჯვა ანგარიშით 109:60. ეს ЦСКА-ს შემადგენლობაში ქართველი კალათბურთელის მიერ აღებული ქულების მაქსიმალური რაოდენობაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შენგელიამ პარკეტზე 18 წუთზე ოდნავ მეტი დაჰყო.

აქამდე შენგელიას ყველაზე შედეგიანი მატჩი ЦСКА-ს შემადგენლობაში იყო შეხვედრა „ბარსელონასთან“ ევროლიგაში. ამ თამაშში ქართველმა ფორვარდმა 15 ქულა აიღო, თუმცა მოსკოვის გუნდი საბოლოოდ დამარცხდა ანგარიშით 66:76.

ВТБ-ს ერთიანი ლიგის ხუთ მატჩში ЦСКА-მ ოთხჯერ გაიმარჯვა, ერთხელ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა.

„ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით": თორნიკე შენგელია „ცსკა“-ს კალათბურთელია! >>

შენგელია ЦСКА-ში მიმდინარე წლის ივლისში გადავიდა ესპანეთის „ბასკონიიდან“, სადაც 2014 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონზე კი კლუბს ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა (პირველად 2010 წლის შემდეგ). 29 წლის კალათბურთელს მოსკოვის გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

ყველა ახალი ამბავი
0