გაირკვა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა – ბორჯღალოსნები შოტლანდიას დანაკლისით ხვდებიან

© photo: Sputnik / Stringerრაგბი. საქართველო–შოტლანდიის დაპირისპირება
რაგბი. საქართველო–შოტლანდიის დაპირისპირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუნდის მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის თქმით, თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოვა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ცნობილი გახდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩის წინ. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

23-კაციან განაცხადში მოხვდა დებიუტანტი ლექსო ყაულაშვილი. გუნდში ასევე დაბრუნდა ჯაბა ბრეგვაძე, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ეროვნული ნაკრების მაისურით არ უთამაშია.

რაგბი. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება  - Sputnik საქართველო
რაგბი: საქართველო–რუსეთის შეხვედრა ისევ გაურკვეველი ვადით გადაიდო

ბორჯღალოსნებს ტრავმების გამო დააკლდებათ რამდენიმე მორაგბე – ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარგაძე და ლაშა ხმალაძე.

დანაკლისსა და შემადგენლობაზე ბორჯღალოსანთა თავკაცმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა.

„თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

მაისაშვილმა ნაკრების დებიუტანტ ლექსო ყაულაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლექსო კარგ ფორმაშია და გუნდის მზადების პროცესშიც კარგად ჩაერთო.

საქართველო-რუსეთის შეხვედრა  - Sputnik საქართველო
ოღონდ გაიმარჯვეთ: რუს რაგბისტებს ქართველების დამარცხებისთვის დიდი პრემია აღუთქვეს

„გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი, თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა“, – აღნიშნა მაისაშვილმა.

საქართველოს ნაკრების ტესტ-მატჩი შოტლანდიის ნაკრებთან ედინბურგში, „მარიფილდის“ სტადიონზე 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

ქართველ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ>>

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო 2020 წელს ევროპაში დაგეგმილი რაგბის სანაკრებო მატჩები, მათ შორის საქართველო-რუსეთის შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0