ბათუმის ახალი სტადიონი საქართველოს ნაკრების მატჩებს პირველად უმასპინძლებს

© courtesy of Georgian Football Federationბათუმის ახალი სტადიონი
ბათუმის ახალი სტადიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებებს უეფას ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში ბათუმში მიიღებს.

თბილისი, 12 ოქტომბერი – sputnik. ბათუმის ახალი სტადიონი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს უმასპინძლებს, ნათქვამია უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საუბარია უეფას ერთა ლიგის გათამაშების ორ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს ნაკრები სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება 15 და 18 ნოემბერს.

ვლადიმერ ვაისი - Sputnik საქართველო
ვლადიმერ ვაისი: ბოლო წუთებზე 2 ქულა დავკარგეთ – შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ

ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და გეგმით 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა სამშენებლო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა და სტადიონი ოფიციალურად 12 სექტემბერს გაიხსნა.

სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი და უეფას მე-4 კატეგორიას აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც უეფას ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონში ასპარეზობს, ერთა ლიგას წაუგებლად აგრძელებს. ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა ცხრა ჩატარებული შეხვედრიდან ექვსი მოიგეს, ხოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულეს.

ყველა ახალი ამბავი
0