საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

© photo : FC Twente / FBგიორგი აბურჯანია
გიორგი აბურჯანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული სეზონი ქართველმა ფეხბურთელმა ჰოლანდიურ „ტვენტეში“ გაატარა. მხარეებს შორის შეთანხმება მომავალ ზაფხულამდე იყო ძალაში, თუმცა კლუბში ფინანსური პრობლემების გამო „ტვენტემ“ უარი თქვა ნახევარმცველზე.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას „რეალ ოვიედოში“ გააგრძელებს, რომელიც ესპანეთის მეორე დივიზიონში გამოდის, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

25 წლის ფეხბურთელსა და „ოვიედოს“ შორის კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულამდეა. აბურჯანია იჯარის უფლებით ითამაშებს, რამდენადაც ნახევარმცველზე ყველა უფლება კვლავინდებურად „სევილიას“ ეკუთვნის. 

გიორგი ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
ჩაკვეტაძე მხითარიანის ნაცვლად: იტალიურ „რომას“ ქართველი ფეხბურთელის ყიდვა სურს

„მოხარული ვარ კონტრაქტის გაფორმებით და იმედი მაქვს, რომ შევძლებ ჩემს ახალ კლუბს ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში დავეხმარო“, – განუცხადა აბურჯანიამ „ოვიედოს“ პრეს-სამსახურს.

გასული სეზონი ქართველმა ფეხბურთელმა ჰოლანდიურ „ტვენტეში“ გაატარა, სადაც 19 მატჩი ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. მხარეებს შორის შეთანხმება მომავალ ზაფხულამდე იყო ძალაში, თუმცა ფეხბურთელის მაღალი ანაზღაურებისა და კლუბში ფინანსური პრობლემების გამო „ტვენტემ“ უარი თქვა ნახევარმცველზე.

აბურჯანია ესპანეთში 2016 წლის იანვრიდან ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში მან ითამაშა „ლუგოში“, „გიმნასტიკსა“ და „სევილიის“ მეორე გუნდში.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში აბურჯანიამ 17 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0