ქართველმა სუმოისტმა ტოკიოში შემოდგომის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე – ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე – ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოკიოს ბაშოზე ტოჩინოშინმა დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა იუტაკაიამა დაამარცხა.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ორი მარცხის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

შეჯიბრების მესამე დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდის, აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა იუტაკაიამა დაამარცხა – მეტოქე დოჰიოდან განდევნა.

ეს სუმოისტების მეოთხე დაპირისპირება იყო. ოთხივე ქართველმა მოიგო.

შეჯიბრების მეოთხე დღეს გორგაძე დასავლეთის მეხუთე მაეგაშირას ტაკარაფუძის შეხვდება. მეტოქეების პირადი შეხვედრების ანგარიშია 12:7 ტოჩინოშინის სასარგებლოდ.

შემოდგომის აკი ბაშო 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0