საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარემ კონტრაქტი ესპანურ კლუბთან გააფორმა

გამოწერა
გიორგი მაკარიძე ესპანურ კლუბში „ალმერია“ მინიმუმ ორი წელიწადი იასპარეზებს. სწორედ ამ ვადაზეა გათვლილი მისი კონტრაქტი

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მაკარიძემ გააფორმა კონტრაქტი კლუბ „ალმერიასთან“, რომელიც ესპანური ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობს, ნათქვამია გუნდის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

30 წლის მაკარიძესა და „ალმერიას“ შორის შეთანხმება ორ წელიწადზეა გათვლილი. გარიგების ფინანსური მხარე არ ხმაურდება.

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრამდე გენერალური რეპეტიცია გაიარა

მაკარიძე გადავიდა „ალმერიაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით პორტუგალიური „ვიტორიიდან“, რომლის შემადგენლობაში 2019 წლის იანვრიდან თამაშობდა. გასული სეზონის შედეგებით, „ვიტორიამ“ პორტუგალიურ პრემიერ-ლიგაში მე-16 ადგილი დაიკავა, მაგრამ ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო ჩემპიონატის მესამე ლიგაში აღმოჩნდა. სწორედ ამის გამო გაწყვიტა კონტრაქტი მაკარიძემ.

მანამდე მაკარიძეზე პრეტენზიას აცხადებდა თურქული სუპერლიგის კლუბი „ერზურუმი“, თუმცა საქართველოს ნაკრების გოლკიპერის გადასვლა თურქეთში არ შედგა.

თავისი კარიერის დიდი ნაწილი მაკარიძემ პორტუგალიაში გაატარა. 2014 წლიდან გამოდიოდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „ფეირენსე“, „მორეირენსე“, „რიუ ავე“ და „ვიტორია“. მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა ფრანგული „ლე მანის“ მეორე გუნდის შემადგენლობაში.

საქართველოს ნაკრებში მაკარიძის დებიუტი 2007 წელს 17 წლის ასაკში შედგა. საერთო ჯამში გოლკიპერს ნაკრების შემადგენლობაში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ყველა ახალი ამბავი
0