„დინამოს" მთავარი მწვრთნელი: „წაგებას ჩემს თავზე ვიღებ“

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBკახაბერ ჩხეტიანი
კახაბერ ჩხეტიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ლიგაში, რომლის კვალიფიკაციაშიც ითამაშებს ახლა თბილისის „დინამო“, ქართველი ფეხბურთელები სხვა დონის თამაშს აჩვენებენ, განაცხადა მწვრთნელმა.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა კლუბის მარცხი (0:2) უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის „ტირანასთან“ საკუთარ თავზე აიღო.

„წაგებას ჩემს თავზე ვიღებ. ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვი, რომ უგულოდ გამოვიდნენ მინდორზე, ყველაზე მეტად გამარჯვება მათ სურდათ“, – განაცხადა ჩხეტიანმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ჩანაფიქრი და ტაქტიკური სვლა რომ განხორციელებულიყო, რომლებიც ვარჯიშებზე შეიმუშავეს, „დინამო“ არ წააგებდა.

„ვეცდებით, რომ ასეთი თამაში ევროპა-ლიგაზე არ ვაჩვენოთ. ყველაფერი მთლიანად უნდა შეიცვალოს, მათ შორის დამოკიდებულებაც, რადგან პრაქტიკულად არაფერი გამოგვივიდა, რაც ვარჯიშზე გავიარეთ. ვეცდებით, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალოს. ამ თამაშიდან თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი გამოსასწორებელია“, – აღნიშნა ჩხეტიანმა.

თამაშზე თავისი აზრი გამოთქვა „ტირანას“ მწვრთნელმა ემანუელ ეგბომაც.

თბილისის „დინამო“ - Sputnik საქართველო
უეფას ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამო“ ალბანეთის „ტირანასთან“ დამარცხდა

„დინამოელებმა ის ფეხბურთი აჩვენეს, რომელსაც ველოდებოდით. დაიწყეს ძალიან აგრესიულად და ხშირად იყენებდნენ ფლანგებს. შევძელით და ეს ზონები ჩავკეტეთ, არ მივეცით მეტოქეს ჩვენ კართან საშიში მომენტების შექმნის საშუალება. „დინამო“ კარგი კლუბია, მაგრამ შემდეგ ეტაპზე დამსახურებლად გავედით ჩვენ“, – განაცხადა ნიგერიელმა სპეციალისტმა.

„დინამომ“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა დაასრულა, მაგრამ უეფას ევროპის ლიგის კვალიფიკაციაში ევროთასის კამპანიას გააგრძელებს. მისი მეტოქე და მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.

რაც შეეხება „ტირანას“, ის უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში თავის მოედანზე სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0