საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში თბილისის „დინამომ“ პირველი მარცხი განიცადა

© photo : FC Dinamo Tbilisi / FBთბილისის "დინამო"– გორის "დილა"
თბილისის დინამო– გორის დილა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარუმატებელი მატჩის შემდეგ თბილისის „დინამო“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მეორე ადგილზეა ბათუმის „დინამო“, პირველ ადგილზე კი გორის „დილა“.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში გუნდმა საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. 

სტუმრები მატჩის 37-ე წუთზე ნიკა გაგნიძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გიორგი კუციას წყალობით გაათანაბრეს – ფეხბურთელმა მოწინააღმდეგის კარში 11-მეტრიანი დარტყმა წარმატებით განახორციელა.

საბოლოო მატჩის შედეგი კი ნუგზარ სპანდერაშვილის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა და მატჩი გორის „დილის“ გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1.

ამ წარმატების წყალობით „დილას“ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. თბილისის „დინამო“ კი მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილზე ბათუმის „დინამოა“, რომელმაც ქუთაისის „ტორპედო“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ყველა ახალი ამბავი
0