ქართველი ფეხბურთელის ბენეფისი თურქეთში

გამოწერა
ამ გამარჯვების წყალობით „ქონიასპორმა“ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე შემდეგ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში თამაში გაინაღდა.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. თურქული „ქონიასპორის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელია თურქეთის ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში, რომელიც „ტრაბზონსპორთან“ გაიმართა, მთავარი გმირი გახდა.

შენგელიამ გაიტანა გოლი, „გამოიმუშავა“ პენალტი და საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ყველაფერი შეხვედრის ბოლო 10 წუთში მოხდა. იმ დროისათვის „ქონიასპორი“ უიმედოდ – 1:3 აგებდა ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან.

ჯანო ანანიძე - Sputnik საქართველო
ჯანო ანანიძემ „ანორთოსისი“ დატოვა – სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ნახევარმცველი

შენგელიამ ჯერ გოლი გაიტანა საჯარიმოდან ულამაზესი დარტყმით; შემდეგ 11-მეტრიანი „გამოიმუშავა“, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მისი მიწოდებული ბურთი ტურამმა მეტოქის კარში შეაგდო. ეს გამარჯვების გოლი გახდა. მატჩი დამთავრდა ანგარიშით 4:3.

უფრო მეტიც, ამ გამარჯვების წყალობით „ქონიასპორმა“ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე თურქეთის სუპერლიგის შემდეგ სეზონში თამაში გაინაღდა. ამ დროისათვის კლუბი მე-13 ადგილზეა და „გავარდნის“ ზონას მას ოთხი ქულა აშორებს.

შენგელია „ქონიასპორში“ გასული წლის სექტემბერში თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. თურქულ კლუბში მან სულ 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ოთხი შედეგიანი გადაცემა.

დასკვნით ტურში „ქონიასპორი“ თავის მოედანზე „ალანიასპორს“ უმასპინძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0