„გენტის“ ქართველმა ფეხბურთელებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს

© photo: FC "Rapid" / FBგიორგი ქვილითაია
გიორგი ქვილითაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხბურთელები თავდაპირველად სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევას გაივლიან, რის შემდეგაც ტრენაჟორებზე ვარჯიშს დაიწყებენ.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ბელგიური საფეხბურთო კლუბი „გენტის“ ქართველმა ლეგიონერებმა გიორგი ჩაკვეტაძემ და გიორგი ქვილითაიამ თავიანთ თანაგუნდელებთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს, ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

ფეხბურთელები საწყის ეტაპზე სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებენ, რის შემდეგაც ტრენაჟორებზე ვარჯიშს დაიწყებენ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ბელგიაში საფეხბურთო სეზონი, მაგრამ „გენტი“ სექტემბრის შუა რიცხვებიდან უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს.

გასული სეზონის შედეგებით, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო არ დასრულებულა, „გენტმა“ მეორე ადგილი დაიკავა და უეფას ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში მონაწილეობის უფლება მიიღო. ბელგიის ჩემპიონი გახდა „ბრიუგე“, რომელმაც „გენტს“ 15 ქულით გაუსწრო.

ჩაკვეტაძე „გენტში“ 2017 წლის ზაფხულიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ყველა ტურნირში კლუბის შემადგენლობაში 62 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და გააკეთა 13 შედეგიანი გადაცემა.

რაც შეეხება ქვილითაიას, ქართველი თავდამსხმელი „გენტში“ ორი წლის წინ გადავიდა ვენის „რაპიდიდან“. ბელგიურ კლუბში მან ჩაატარა 46 მატჩი, გაიტანა შვიდი გოლი და გააკეთა ამდენივე შედეგიანი გადაცემა.

ყველა ახალი ამბავი
0