ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

© FC Rubinხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვარაცხელიამ პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 56-ე წუთზე საგოლე პასი სოლთმურად ბაკაევს მისცა

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გამოცემა soccer.ru-ს ვერსიით რუსეთის ჩემპიონატის XXIII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

საანგარიშო ტურში „რუბინმა“ გასვლაზე შეხვედრა გამართა „ურალთან“ და ანგარიშით 2:1 მოიგო. კვარაცხელიამ პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 56-ე წუთზე საგოლე პასი სოლთმურად ბაკაევს მისცა, რომელმაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაამყარა.

ბექა მიქელთაძე - Sputnik საქართველო
ყაზანის „რუბინმა“ ორ ქართველთან კონტრაქტი არ გააგრძელა

„ახლა გასაგებია, ასე რატომ ბრაზობდა „ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი სემინი იმის გამო, რომ ქართველი „რუბინს“ დაუთმეს - „ლოკომოტივმა“ დათმო ძალიან ნიჭიერი 19 წლის ნახევარმცველი, რომელიც ტექნიკის გარდა, ლიდერის თვისებებსაც ფლობს. ეკატერინბურგში „რუბუნისთვის“ მატჩი ცუდად დაიწყო, „ურალი“ მეტოქის ავტოგოლის შემდეგ დაწინაურდა, მაგრამ თავიდან კვარაცხელიამ კუთხურის შემდეგ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, მერე მოატყუა ყველა, ვინც შეძლო და ბაკაევს შედეგიანი პაცი მისცა“, - ასე დაახასიათა გამოცემამ ქართველი ფეხბურთელის თამაში.

კვარაცხელია „რუბინში“ მიმდინარე სეზონში გადავიდა „ლოკომოტივიდან“, რომლის ხელმძღვანელობამ არ მოინდომა საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება ქართველ ნახევარმცველთან. ყაზანის გუნდის შემადგენლობაში კვარაცხელიამ უკვე 21 მატჩი ჩაატარა, სამი გოლის და ორი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.

რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე >>

„ურალთან“ გამარჯვების შემდეგ „რუბინმა“ 26 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში „რუბინი“ ყაზანში „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

ყველა ახალი ამბავი
0