ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ონლაინ–გაკვეთილები დაიწყო

© photo: Tbilisi City Hall / FBზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც შეეხება ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარს, ამისთვის მხოლოდ ბოთლი წყლით და კალათბურთის ბურთი იქნება საჭირო.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და NBA-ს ორგზის ჩემპიონ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიამ ყველა მსურველისთვის ონლაინ–გაკვეთილები დაიწყო, ნათქვამია აკადემიის განცხადებაში.

საუბარია იმ ვარჯიშებზე, რომელთა შესრულებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი. 

„გვინდა, რომ შექმნილ ვითარებაში ბავშვებმა და არა მარტო მათ არ შეწყვიტონ აქტიური ცხოვრების წესი, იყვნენ ტონუსში და დაკავდნენ სპორტით. ბავშვები (ძირითადად აკადემიის), რომლებსაც ჩვენ შევატყობინეთ, უკვე ვარჯიშობენ ონლაინ. მაგრამ ჩვენ გვსურს ამ პროცესში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავთოთ მსურველები. რა თქმა უნდა, ყველა ვარჯიში უფასო იქნება“, – ნათქვამია აკადემიის განცხადებაში.

რაც შეეხება ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარს, ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია Facebook-გვერდზე. თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვარჯიშისთვის მხოლოდ ბოთლი წყლით და კალათბურთის ბურთი იქნება საჭირო.

ონლაინ–ვარჯიში ტარდება ბავშვებისა და მოზარდებისთვის სამ ასაკობრივ ჯგუფში: 12 წლამდე, 12-დან 14 წლამდე და 14 წელს ზემოთ. ვარჯიშების განრიგის ნახვა ასევე შესაძლებელია აკადემიის Facebook-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0