ქართველი მეკარე პორტუგალიის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გამოწერა
ქართველი გოლკიპერი პორტუგალიაში უკვე რამდენიმე წელია, რაც თამაშობს და ამ პერიოდში მან ოთხი ადგილობრივი კლუბი გამოიცვალა

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და პორტუგალიური კლუბის „ვიტორია სეტუბალი“ გოლკიპერი გიორგი მაკარიძე, სპორტული გამოცემა Goal Point–ის ვერსიით, ეროვნული პირველობის XXIV ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მაკარიძე პორტუგალიის ფეხბურთის ლიგის თასის მფლობელი გახდა>>

აღნიშნულ ტურში „ვიტორია“ ჩემპიონატის ერთ–ერთ ლიდერს, ლისაბონის „ბენფიკას“ შეხვდა. მატჩი 1:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი, რომელიც მაკარიძის კარში გავიდა, პენალტი იყო. სულ ქართველმა მეკარემ შეასრულა ხუთი სეივი და გამოცემისგან ერთ–ერთი ყველაზე მაღალი შეფასება – 7.8 მიიღო.

„მაკარიძე შესანიშნავ სეზონს ატარებს. ის თავისი კლუბის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშეაა და გასაკვირი არაა, რომ უკვე მეოთხედ ხვდება ჩვენს სიმბოლურ ნაკრებში. „ბენფიკასთან“ თამაშის წინ ქართველმა პირობა დადო, რომ ღირსეულად ითამაშებდა. მან თავისი სიტყვა შეასრულა“, – ასე დაახასიათა გამოცემამ ქართველი მეკარის თამაში.

პორტუგალიის ამჟამინდელ ჩემპიონატზე მაკარიძემ 11 „მშრალი“ თამაში ჩაატარა. ეს პრემიერ–ლიგაში მესამე მაჩვენებელია. ქართველს წინ უსწრებენ აგუსტინ მარჩესინი „პორტუდან“ (13 მატჩი) და ოდისეას ვლახოდიმოსი „ბენფიკადან“ (14 მატჩი).

ახალგაზრდა ქართველი უცოლო მამაკაცების ტოპ-5>>

მიუხედავად ასეთი საიმედო მეკარისა, „ვიტორია სეტუბალს“ სატრნირო ცხრილში მხოლოდ მე–12 ადგილი უკავია, რადგან ნულოვანი ფრე ანგარიშების რაოდენობით (6) ჩემპიონატის ლიდერია.

მაკარიძე „ვიტორია სეტუბალში“ გასული წლის იანვრიდან თამაშობს. მისთვის ეს უკვე მეოთხე პორტუგალიური კლუბია. მანამდე მაკარიძე გამოდიოდა „რიუ ავეში“, „მორეირენსსა“ და „ფეირენსში“.

ყველა ახალი ამბავი
0