ქართველმა კალათბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში პირადი რეკორდი დაამყარა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშითორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
თორნიკე შენგელიამ 48 წუთში 32 ქულა, 13 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის MVP გახდა.

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ესპანური კლუბი „ბასკონიის" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ეროვნული ჩემპიონატის XXII ტურის მატჩში 32 ქულა დააგროვა და პირადი რეკორდი დაამყარა.

„ფუენლაბრადას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შენგელიამ პარკეტზე თითქმის 48 წუთი გაატარა და დააგროვა 32 ქულა, 13 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა. დღემდე ქართველი კალათბურთელის საუკეთესო შედეგი ერთ თამაშში 29 ქულა იყო.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „ბასკონიამ“ მეორე ოვერტაიმში მეტოქეს 98:92 ანგარიშით მოუგო და სატურნირო ცხრილის მერვე სტრიქონი დაიკავა.

სრულიად ლოგიკურია, რომ შეხვედრის შედეგებით „ბასკონიის“ ქართველი კაპიტანი მატჩის MVP გახდა.

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან მას მერე პლეი-ოფის მატჩებს კიდევ უფრო მივუახლოვდით. ჩემს პირად სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვერ მოვიგებთ. მაგრამ ამ შედეგის მიღწევისთვის ჩემი გუნდელების და სამწვრთნელო შტაბის მადლობელი ვარ“, - განუცხადა „ბასკონიის“ პრეს-სამსახურს შენგელიამ მატჩის შემდეგ.

​შენგელია „ბასკონიაში" 2014 წლიდან თამაშობს და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია.

ყველა ახალი ამბავი
0