კორონავირუსის გამო წყალბურთის მატჩზე თბილისში ტრიბუნები ცარიელი იქნება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიწყალბურთი. ალექსანდრე ურუშაძე
წყალბურთი. ალექსანდრე ურუშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში სპორტული ღონისძიების ჩატარებაზე მოქმედებს.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის X ტურის მატჩი თბილისის „დინამოსა“ და საფრანგეთის „მარსელს“ შორის, რომელიც 3 მარტს თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება, კორონავირუსის საფრთხის გამო ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება, ნათქვამია ქართული კლუბის Facebook–გვერდზე.

„ბოლო დროს მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 3 მარტს გასამართი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი თბილისის „დინამოსა“ და ფრანგულ კლუბ „მარსელს“ შორის საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ ჩატარდეს მაყურებლების გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში სპორტული ღონისძიების ჩატარებაზე მოქმედებს.

თსუ - Sputnik საქართველო
კორონავირუსთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავა

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მარტში თბილისში სამი მასშტაბური სპორტული მოვლენა გაიმართება – რაგბიში ევროპის ერთა თასის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის (14 მარტი), უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის (26 მარტი) და თბილისის გრან–პრი ძიუდოში (27–29 მარტი).

იმოქმედებს თუ არა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ამ ღონისძიებების ჩატარებაზე, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება წყალბურთის მატჩს, თბილისის „დინამო“, ცხრა ჩატარებულ ტურში ცხრაჯერვე დამარცხდა და А ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია.

მატჩი თბილისის „დინამოსა“ და „მარსელს“ შორის 18:30 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0