პირველად საქართველოს ფეხბურთის სუპერთასის ისტორიაში - ქალი მსაჯი

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ მესხის სახელობის სტადიონი
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სუპერთასის მატჩი თბილისის „დინამოს“ და „საბურთალოს“ შორის თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, სუპერთასის მატჩზე ერთ-ერთი არბიტრი ქალი იქნება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში თავისი პოზიციები შეინარჩუნა

ქეთევან გაიპარაშვილი მთავარი არბიტრის მეორე ასისტენტი იქნება. პირველი ასისტენტი - გიორგი ელიკაშვილი. მთავარი არბიტრი კი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება.

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩი 23 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს სუპერთასის მოქმედი მფლობელია ქუთაისის „ტორპედო“.

ყველა ახალი ამბავი
0