ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს მოუგო

© courtesy of Georgian Judo Federationტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივშია უკვე ორი მედალი, ხოლო დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი გავა

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფში „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჩვენმა სპორტსმენმა ამ წონით კატეგორიაში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს სძლია - რუსეთის წარმომადგენელ ხასან ხალმურზაევს.

20 წლის გრიგალაშვილისთვის დიუსელდორფში მოპოვებული გამარჯვება „დიდი სლემის“ სერიის ტურნირებზე უკვე მეორეა. 2019 წელს ქართველმა ძიუდოისტმა ბაქოში გამართულ შეჯიბრებაზე მესამე ადგილი მოიპოვა.

გრიგალაშვილის გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ორი მედალია. ადრე დიუსელდორფში ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) მოიპოვა.

„დიდი სლემის“ დასკვნით დღეს, 23 თებერვალს, მედლებისთვის იბრძოლებს ექვსი ქართველი ძიუდოისტი: ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური (ორივე -90 კგ), ნიაზ დიასამიძე და გიორგი ჩიქოვანი (ორივე -100 კგ), გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე (ორივე +100 კგ).

ყველა ახალი ამბავი
0