ევროპის ოლიმპიური კომიტეტი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებით კმაყოფილია

© Sputnik / VN Production, Vaska Gedenidzeთხილამურები
თხილამურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის შემფასებელი კომისია ბორჯომსა და ბაკურიანს ეწვია, რომლებიც ზამთრის ფესტივალის ჩატარების კანდიდატები არიან.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს შესანიშნავი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (EYOF) ჩასატარებლად 2025 წელს. ასეთი დასკვნა გააკეთა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა პიტერ ბრიულმა თავის ანგარიშში ბაკურიანისა და ბორჯომის კურორტების შესახებ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის შემფასებელი კომისია ბორჯომსა და ბაკურიანს – 2025 წელს EYOF-ის ჩატარების კანდიდატებს 2020 წლის 4-7 თებერვალს ეწვია.

სნოუბორდი - Sputnik საქართველო
საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

„ვიზიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს 2025 წელს EYOF-ის ორგანიზებისთვის", – განაცხადა ბრიულმა.

ბრიული ვიზიტის პირველ დღეს შეხვდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს. ყველა სამთავრობო დაწესებულებამ სრული მხარდაჭერა გამოავლინა Winter EYOF 2025-ის კანდიდატურის მიმართ და ის შეაფასა, როგორც კარგი შესაძლებლობა ქვეყანაში სპორტის ზამთრის სახეობებისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

„მოედანი Athletes Village-ის ოტელის და საოჯახო სასტუმროსთვის EOC უკვე არსებობს და საუკეთესო ხარისხისაა. რაც შეეხება სამთო თხილამურებს, ფრისტაილსა და სნოუბორდს, ქართული მთების დიდი ნაწილი უზრუნველყოფს შესანიშნავ თოვლიან პირობებს მთელი სეზონის განმავლობაში", – განაცხადა ბრიულმა.

„საცობებს" ბოლო მოეღო – ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა>>

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლისთვის დასრულდება ახალი ავტომაგისტრალები, რომლებიც ბორჯომსა და ბაკურიანს თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დააკავშირებს.

საქართველომ 2015 წელს ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდა 3500 სპორტსმენი სპორტის ცხრა სახეობაში.

ყველა ახალი ამბავი
0