საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვა

© photo: GeoWrestling / FBევროპის ჩემპიონატი
ევროპის ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კარგი შედეგი აჩვენეს.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ლევან არაბულმა და ნუგზარ წურწუმიამ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დათა ჩხაიძე - Sputnik საქართველო
ცნობილია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა

არაბული ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, იგი ფინალში 130 კგ-მდე წონით კატეგორიაში რუმინელ ალინ ჩიურარიუსთან დამარცხდა ანგარიშით 1:6. ეს 28 წლის არაბულისთვის კონტინენტის პირველობაზე მეორე წარმატებაა – 2017 წელს ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება წურწუმიას, მან ორი წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა რუმინელ ფლორინ ტიტას (8:0) სძლია.

ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მედლის მოპოვება შეუძლია – იური ლომაძე (-72 კგ) ოქროსთვის იბრძოლებს, ამირან შავაძე (-60 კგ) კი ბრინჯაოსთვის.

რომში ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0