საქართველოს ნაკრების ჩოგბურთელმა ქალებმა ფედერაციის თასის პირველ ჯგუფში საგზური მოიპოვეს

© Instagram / Mariam Bolkvadzeმარიამ ბოლქვაძე
მარიამ ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა შეძლო დაბრუნება ფედერაციის თასის პირველ ჯგუფში და მსოფლიო რეიტინგში 64-ე ადგილი დაიკავა

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში საგზური მოიპოვა.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი-ოფში ქართველმა ჩოგბურთელებმა ჰელსინკში ფინეთის ნაკრებს ანგარიშით 2:1 მოუგეს.

მინი-ტურნირის მასპინძლების წინააღმდეგ მატჩი ჩვენმა გოგოებმა არც ისე წარმატებულად დაიწყეს. ეკატერინე გორგოძე (WTA-ს რეიტინგში 205-ე ნომერი) ანასტასია კულიკოვასთან (526) ორ პარტიაში დამარცხდა 2:6, 4:6.

ანგარიშის გათანაბრება შეძლო მარიამ ბოლქვაძემ (162). საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ასევე ორ სეტში, ოონა ორპანა (479) დაამარცხა - 7:5, 6:4.

მატჩის გამარჯვებული და პირველი ჯგუფის საგზურის მფლობელი გამოვლინდა წყვილთა შეხვედრაში, რა დროს ოქსანა კალაშნიკოვა/ეკატერინე გორგოძემ მოუგეს კულიკოვა/ჰიეტარანტას წყვილს - 6:4, 6:3.

ამგვარად, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის პირველ ჯგუფში დაბრუნება ერთი წლის შემდეგ შეძლო. ამჟამად ჩვენი გუნდი მსოფლიო რეიტინგში 64-ე ადგილს იკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0