ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

გამოწერა
იანვრის ჰაცუ ბაშო პროფესიული სუმოს უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ქართველმა 32 წლის გოლიათმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში იანვრის ჰაცუ ბაშოს ტურნირზე მეოთხე ბრძოლა მოიგო.

ტურნირის მეცხრე დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მესამე მაეგაშირა ტავამასის შეხვდა.

ბაშოს მეცხრე დღის შემდეგ ტოჩინოშინი უარყოფით ბალანსს ინარჩუნებს. მისი შეხვედრების საერთო ანგარიშია 4:5.

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
ტოჩინოშინმა მეტოქე ჰაერში ასწია – ქართველი სუმოისტის ეფექტური გამარჯვება

მიუხედავად იმისა, რომ ლევან გორგაძე მუხლის ტრავმის გამო არცთუ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია, მან ტურნირი დადებითი ბალანსით უნდა დაამთავროს, რათა რეიტინგში თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესოს.

გუშინ აღმოსავლეთის მეცხრე მაეგაშირასთან, ტაკანასიოსთან გამართული ორთაბრძოლა ქართველმა სუმოისტმა წააგო. ხვალ ქართველი გოლიათი სეკივაკე ანასოიამს შეხვდება, რომელმაც ტურნირზე ხუთი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინმა, ყოფილმა ოძეკმა, სეზონი მაეგაშირას რანგში დაიწყო. იმისთვის, რომ კომუსუბი გახდეს, გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე 10-ზე მეტი გამარჯვება სჭირდება.

თხუთმეტი დღის განმავლობაში მაკუუჩის და ძიურეს ელიტური დივიზიონების მებრძოლებმა მონაწილეობა 15 ბრძოლაში უნდა მიიღონ.

იანვრის ჰაცუ ბაშო პროფესიული სუმოს უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში სეზონის პირველი ტურნირია, რომელიც 26 იანვრამდე გასტანს. ტურნირის გამარჯვებული იმპერატორის თასს მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0